Search

28 აპრილი, 2009


09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ქ. ბათუმში  გაიმართება სარფი-ბათუმი ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის გარემოს ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა. პროექტის ორგანიზატორია შპს "ინჯქონსალტი".
 
განხილვას დაესწრებიან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
 
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს:
 
• სარფი, ბათუმი და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ფოთი-სარფის მონაკვეთზე უსაფრთხო გზის განვითარებას და ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებას;
• ხელისუფლებისა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საინვესტიციო-საინჟინრო პროექტის მომზადებას;
• სატრანზიტო მოძრაობის გაზრდას, სატრანსპორტო ღირებულებისა და სამგზავრო დროის შემცირებას;
• საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსურ გაძლიერებას.
 
პირველი საჯარო განხილვის მიზანია, გააცნოს საზოგადოებას პროექტზე მომუშავე ჯგუფი, განიხილოს შესწავლის პირობები, გარემოს საკითხები და გარემოზე ზემოქმედების ძირითადი შემარბილებელი ზომები, აგრეთვე მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player