Search

12 თებერვალი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 81-90 კმ-ზე, 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციაო სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნულ სხდომაზე გაიხსნა სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები.


აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, გაკეთდება ახალი წყალგამტარი არხები. ცემენტ-ბეტონის საფარის სისქე 22 სანტიმეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 7,5 მეტრი.


აღნიშნული გზის რეაბილიტაციას სვანეთის რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player