Search

11 თებერვალი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომის მეორე ეტაპი, რომელიც შეეხებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციაო სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნულ სხდომაზე გაიხსნა პირველი ტურის შედეგად კვალიფიცირებული სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები. ტენდერში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო.

 

გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს:

 

• გვირაბის სამაგრისა და ჰიდროიზოლაციის სისტემის რეაბილიტაციას (შეცვლას) უახლესი ტენოლოგიების გამოყენებით;
• ევროსტანდარტების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზებას, რაც ეფექტური იქნება როგორც კომფორტულობის, ასევე, ეკონომიურობის თვალსაზრისითაც.   საკანალიზაციო სისტემის განახლებას;
• ვიდეოკამერების დამონტაჟებას სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით;
• გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფას.

 

გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player