Search

1 მაისი, 2009


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე საერთაშორისო მნიშვნელობის ქ. ბოლნისის შესასვლელთან არსებული, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დააკვირდებიან. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გაივლის სოფლებს: მჟავეწყლებს და რაჭის უბანს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მთავრდება ქ. ბოლნისის შესასვლელთან.
 
აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის მარტში და დასრულდება სექტემბერში. გზის სამუშაოები ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციასა და ახლის მოწყობას, ასევე ახალი ასფალტო-ბეტონის მოწყობას.
 
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ალიანსი 2007”. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 მლნ. 732 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player