Search

10 თებერვალი, 2010


დღეს, 10 თებერვალს 13:30 საათზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაესწრებიან საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ზე, მდ. კუბისწყალზე ხიდის მარცხენა მიმართულების გახსნას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2009 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები და ავტოტრანსპორტისთვის შესაძლებელი გახდა მარჯვენა მიმართულებით, ახალ ხიდზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.

 

პროექტით გათვალისწინებული იყო ძველი ხიდის დაშლა-დემონტაჟი, რომელიც წლების განმავლობაში სტიქიისგან იყო დაზიანებული და მის ადგილას მდინარე კუბისწყალზე, მარჯვენა და მარცხენა მიმართულებით ორი ახალი ერთმალიანი, რკინა-ბეტონის ხიდების მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 27 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 7,5 მეტრი.

 

აღნიშნულ ხიდს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ხიდის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას.

 

აღნიშნული ხიდის მარცხენა მიმართულებაზე სამუშაოები 2009 წლის სექტემბერის თვეში დაიწყო. სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,ხიდი”. სამუშაოების ღირებულებამ 1 მლნ. 254 ათას ლარი შეადგინა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player