Search

8 თებერვალი, 2010


8 თებერვალს საქართველოში დავითობა - მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის რეგიონში ოზურგეთის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და დავითობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.


დეპარტამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს საჩუქრად გადასცა დავითის ხატი და მუსიკალური ცენტრი. ასეთი აქციები მხოლოდ პოზიტივის და სტიმულის მომტანია პატარაბისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ.


დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player