Search

7 თებერვალი, 2010


დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე, მდ. ლესიწყალზე ხიდის გახსნას დაესწრება. აღნიშნული ხიდი ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებს ერთმანეთან აკავშირებს.

 

მდინარე ლესიწყალზე მოეწყო რკინა-ბეტონის ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 24 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 7 მეტრი. რეაბილიტირებული ხიდი ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას. აღნიშნულ ხიდზე მოეწყო ტროტუარები და ლითონის მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე და მისასვლელებთან დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები, შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოეწყო საგზაო ნიშნები.

 

სამუშაოები შეასრულა ქართულმა სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "სახარიამ“. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 101 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player