Search

4 თებერვალი, 2010


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იან მონაკვეთზე სოფელ იგოეთში მარცხენა მიმართულებით გზაგანტარისა და მდ. ლეხურაზე ხიდის მშენბლობას ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.


აღნიშნულ მონაკვეთზე, 2009 წლის 23 ნოემბერს დასრულდა ორივე მიმართულებით 25 კმ. გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით, ხოლო მარჯვენა მიმართულებით იგოეთის ესტაკადისა და მდ. ლეხურაზე ხიდის მშენებლობა. შეიკრა ნატახტარიდან ქ. გორის შესასვლელამდე 80 კმ საავტომობილო გზა. გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა, რაც მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჟამად, მიმდინარეობს მარცხენა მიმართულებით იგოეთის ესტაკადისა და მდ. ლეხურაზე ხიდის ბურჯების მშენებლობა.

 

ხიდი სოფელ იგოეთში:
• მალების რაოდეობა - 7
• ხიდის საერთო სიგრძე - 195
• ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5
 

ხიდი მდ. ლეხურაზე:
• მალების რაოდეობა - 4
• ხიდის საერთო სიგრძე - 115
• ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5

 

E-60 ავტომაგისტრალის მშენებლობა  ხორციელდება ახალი ტექნოლოგიით - ცემენტ-ბეტონის საფარის გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ სახელმწიფოებში და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, არის ეკოლოგიურად სუფთა. ექსპლუატაციის პერიოდში რეაბილიტაციას არ საჭიროებს 30-35 წლის განმავლობაში. ეკონომიურია, რადგან აღნიშნული ტიპის საფარზე მოძრაობისას ავტომობილი დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს (მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით). E-60 ავტომაგისტრალის ოთხზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზაცია გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო ქსელის კონკურენტუნარიანობას სხვა, ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტებთან მიმართებაში. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player