Search

5 თებერვალი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომის I ეტაპი, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27-54 კმ-ის რეაბილიტაციას. აღნიშნულ სხდომაზე ტენდერში მონაწილე ათმა სამშენებლო კომპანიამ წარმოადგინა სატენდერო წინადადებები.

 

პროექტს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ გზის მოდერნიზების შედეგად საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო. აღნიშნულ გზაზე გადართული იქნება კახეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაკადი. გზის პროექტირებისას, ალტერნატიული მიმართულებებიდან, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გამავალი მარშრუტი სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივის გათვალისწინებით შეირჩა. აღნიშნული გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player