Search

3 თებერვალი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საკონფერენციო დარბაზში სტაჟიორებს შეხვდება და მათ სტაჟირების სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატებს გადასცემს. კონკურსის საფუძველზე მოხდა ყველაზე წარმატებული სტუდენტების შერჩევა, რომლებიც დეპარტამენტში დაასაქმდნენ. მათი დანიშვნის ბრძანებებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მოაწერა ხელი.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა ოცდათხუთმეტამდე სტუდენტმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2009 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საზოგადოებაში საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით ორგანიზებულ სწავლების ინოვაციური გადამზადების პროგრამაში - "ინოვაცია საგზაო დარგში”.

 

სტაჟიორები მიმაგრებული იყვნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამმართველოებსა და განყოფილებებში. ისინი სრულფასოვან მონაწილეობას ღებულობდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში. სტაჟირების მიზანია უზრუნველყოს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვა და საგზაო დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player