Search

8 მაისი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალი პროექტის ''საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა'' პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საქართველოს ყველა რეგიონში იწყებს საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების ფოტოგადაღებებს, ფოტოგრაფის ობიექტივში მოექცევა გზების, ხიდების და გვირაბების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესები, ასევე, განახლებული ავტომაგისტრალები.

ფოტოგადაღებები განხორციელდება შვეულმფრენიდანაც და საავტომობილო გზების ზედხედებსა და საერთო ხედებსაც მოიცავს.

ფოტოგადაღებების დასრულების შემდეგ, საგამოფენო დარბაზში მოეწყობა ორგანყოფილებიანი ფოტოგამოფენა, სადაც გოგა ჩანადირის ფოტოებთან ერთად გამოიფინება, პირველი ქართველი მესურათხატის ალექსანდრე როინაშვილისა და ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაღებული, საქართველოს გზებისა და ხელოვნური ნაგებობების ისტორიული ფოტოკადრები.

გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის ისტორიული ვიდეოკადრებია დაცული საქართველოს ცენტრალურ არქივში, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში გახდება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. ისტორიული ექსკურსი, საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის და სასარგებლო იქნება საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და ამ პროფესიით ახალგაზრდობის დაინტერესების თვალსაზრისით.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player