Search

29 იანვარი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე, სოფელ ოპიტარასთან, მდ. ცხენისწყალზე ხიდის გახსნას დაესწრება. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი და მოხდა ძველის დემონტაჟი.

 

მდინარე ცხენისწყალზე აშენებული ოთხმალიანი, ლითონის ახალი ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 105 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 6 მეტრი, ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას. აღნიშნულ ხიდზე მოეწყო ტროტუარები და მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მისასვლელებთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები, შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო საგზაო ნიშნები და სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.

 

წლების განმავლობაში აღნიშნული საავტომობილო ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში. ამის გამო, მოსახლეობას საავტომობილო მიმოსვლა, შემოვლითი გზით უხდებოდა. ხიდის აშენების შემდეგ, ადგილობრივ მოსახალეობას 40 კმ-იანი მონაკვეთის გავლა აღარ მოუწევს.

 

სამუშაოები შეასრულა ქართულმა სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ხიდმა“. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 მლნ 530 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player