Search

26 იანვარი, 2010


25 იანვარს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდა ქალაქ რუსთავში საწარმო ,,ჯეოსთილ”-ში.


შ.პ.ს. "ჯეოსთილი” არის "JSW India”-სა და "Georgian Steel Group Holding”-ის ერთობლივი საწარმო. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს უცხოურ ინდუსტრიულ ინვესტიციას საქართველოში, რომელიც დაკავებულია მაღალი-ხარისხის სამთო-სამრეწველო, ენერგეტიკული, ცემენტის წარმოების, სამშენებლო და ლოგისტიკის საქმიანობით. საწარმოში დამონტაჟებულია ერთი 35 ტონიანი ელექტრო-რკალური ღუმელი, ერთი 40 ტონიანი ციცხვი ღუმელი, ორნაკადიანი ნამზარდი ჩამომსხმელი და თერმო-მექანიკურად დამუშავებული არმატურის საამქრო ჟანგბადის საამქროსთან ერთად.
 

 

დეპარტამენტის თავმჯდომარე გაეცნო საწარმოს წარმადობას, რომელიც შეადგენს 175 ათასი ტონა წელიწადში. ასევე, გაეცნო არმატურისა და ფოლადის ხარისხს, მის წარმოებას.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player