Search

12 მაისი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  კავთისხევი-კასპის საავტომობილო გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებენ. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 მილიონ 314 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ცეკური”.
 
ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დეტალურ პროექტს. აგრეთვე, მათი მიზანია, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საავტომობილო გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაკვირვება.
 
ასევე, უცხოელი სტუმრები დაათვალიერებენ იმ საგზაო ტექნიკასა და ასფალტ-ბეტონის ქარხნებს, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს საქართველოში საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player