Search

16 მაისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გამართა საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგი.

ბრიფინგის თემა იყო: რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში, ქართველი, გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტების, მიმდინარე წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისათვის საჭირო კვლევებს ერთობლივად განახორციელებენ.  კვლევით სამუშაოებთან დაკავშირებით, 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, დილის 8:00 საათიდან-საღამოს 20:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის 142 კმ-ზე შეჩერდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას გააცნო რიკოთის გვირაბში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას.
 
გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს :

 
• გვირაბის სამაგრისა და ჰიდროიზოლაციის სისტემის რეაბილიტაციას (შეცვლას) უახლესი ტენოლოგიების გამოყენებით;
• ევროსტანდარტების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზებას, რაც ეფექტური იქნება როგორც კომფორტულობის, ასევე, ეკონომიურობის თვალსაზრისითაც.   საკანალიზაციო სისტემის განახლებას;
• ვიდეოკამერების დამონტაჟებას სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით;
• გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფას.
 
გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. საპროექტო სამუშაოებს ასრულებენ გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player