Search

17 მაისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, მდ. სუფსაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებს.
 
აღნიშნული ხიდი, 2007 წლის შემოდგომაზე, წყალდიდობის შედეგად ჩაინგრა. მისი პარალიზების გამო, ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან (ზომლეთი, ჭანჭათი, სამება, განახლება, შუაგანახლება)  საავტომობილო მიმოსვლა, მეორე წელია, შემოვლითი გზით ხორციელდება. ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივ მოსახალეობას ამ  25 კმ-იანი მონაკვეთის იძულებით გავლა არ მოუწევს და ზემოთაღნიშნულ სოფლებს უმოკლესი გზით დაუკავშირდება.
 
სტიქიისაგან დაზიანებულ ხიდზე გათვალისწინებულია 12,5 მ. სიგრძის 5 მალიანი (თითოეული მალის სიგრძე 18.5 მ.) ახალი რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მშენებლობა.
 
სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია შ.პ.ს. ,,ზიმო“. ხიდის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 797 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player