Search

18 მაისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება ხიდის გახსნას მდინარე ცივზე. აღნიშნული ხიდი აკავშირებს ჩხოროწყუს რაიონში მონგირი-ახუთისა და მარტვილის რაიონში დიდიჭყონი-კიწია-ნოღას ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს.
 
ხიდის არარსებობის გამო, ზემოთხსენებულ რაიონებსა და სოფლებს შორის საავტომობილო მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ავტოტრანსპორტით 50 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა უხდებოდა.
 
მდინარე ცივზე აშენებული ექვსმალიანი, რკინა-ბეტონის ახალი ხიდი (მთლიანი სიგრძე 110 მეტრია, ხოლო სიგანე 7 მეტრი), ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 
სამშენებლო სამუშაოები განახორციელა შ.პ.ს. "ხიდმა". სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 მლნ. 685 ათასი ლარი (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება).
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player