Search

12 იანვარი, 2010


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე მდებარე ხიდის გახსნას დაესწრება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა ახალი ხიდის მშენებლობა და ძველის დემონტაჟი.

 

ახალაშენებულ საავტომობილო ხიდზე მოეწყო ახალი ბურჯები, ტროტუარები და მოაჯირები. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები. მდინარე ჯახვათაზე აშენებული რკინა-ბეტონის ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 37 მეტრია, ხოლო სიგანე 6 მეტრი, ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, აღნიშნული ხიდის მშენებლობა ხელს შეუწყობს, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

 

ხიდზე სამშენებლო სამუშაოები შეასრულა ქართულმა სამშენებლო კომპანიამ ს.ს ,,ხიდმშენი“. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 651 ათას ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player