Search

30 დეკემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელს გახსნის.

 

აღნიშნულ ხუთმალიან ხიდზე მოეწყო ტროტუარები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოაჯირებს, მოეწყო სარეგულაციო ნაგებობები, გაბიონები და მოხდა ბურჯების გამაგრება. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები, მოეწყო საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ხიდის საერთო სიგრძე 138 მეტრია. აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „კოლხმა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გზა რომელიც წლების განმავლობაში განადგურებული იყო, დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. არსებული საავტომობილო გზისა და ხიდის რეაბილიტაციით ათასობით ტურისტს შეეძლება ახალციხიდან ვარძიის სამონასტრო კომპლექსამდე იმოძრაონ კომფორტულად. ხიდის რეაბილიტაციას ეკონომიკის განვითარებისთვის, ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისთვის და საქართველოს ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ასევე, ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი) არის ძირითადი დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც საქართველოს აკავშირებს სომხეთის საზღვართან  ხიდის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player