Search

22 მაისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, საგურამოში ახალი ამერიკული ტექნოლიგიით, გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო პროდუქტის - პოლიმერიული სითხით - გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრება, რომელსაც ახორციელებს GVK IBES Co. Inc-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, ქართულ-ამერიკული კომპანია B&V Holding Corporatioan და კომპანია ,,Challenger”.
 

პოლიმერიული სითხე  -  გრუნტის გასამაგრებელი ფორმულა
 
პოლიმერული სითხე წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც იწარმოება ამერიკაში და ორი ათწლეულის განმავლობაში აქტიურად გამოიყენება, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიზნებისათვის.
მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს გრუნტის სტაბილიზაცია და გამაგრება სხვადასხვა ტიპის გზების მშენებლობაში. განსაკუთრებით, ძნელმისადგომ ადგილებში, სადაც ასფალტის ან ბეტონის დაგების ნაკლები შესაძლებლობაა. ის ღრმად აღწევს ნიადაგში და ჰქმნის მყარ ფენას, რომელიც იმავდროულად იცავს ნიადაგს ეროზიისა და მტვრის წარმოქმნისაგან.
ზემოთაღნიშნული პროდუქტი არის წყალგამძლე, მდგრადი და არატოქსიკური. იგი იდეალურია შეზღუდული დროის პირობებში და მოითხოვს მცირე დანახარჯებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პროდუქტი არის შეუცვლელი საშუალება ეფექტური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ასაგებად.
 
აღნიშნული ტექნოლოგიით გზის დაგება საქართველოში ექსპერიმენტის სახით ხორციელდება. თუ შედეგების მიხედვით ექსპერიმენტი გაამართლებს, საქართველოში სხვა გზის მონაკვეთებზეც ახალი ამერიკული ტექნოლოგია ფართოდ დაინერგება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player