Search

22 დეკემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზია მდინარე ჭანისწყალზე ხიდის გახსნას დაესწრებიან. აღნიშნული ხიდი აკავშირებს ხობისა და ზუგდიდის რაიონებში (სოფლები საჯიჯაო და ნარაზენი) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს.

 

ხიდის არარსებობის გამო, ზემოთხსენებულ რაიონებსა და სოფლებს შორის საავტომობილო მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ავტოტრანსპორტით 15 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა უხდებოდათ.

 

მდინარე ცივზე აშენებული თორმეტმალიანი, რკინა-ბეტონის ახალი ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 220 მეტრია, ხოლო სიგანე 7 მეტრი, ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ხიდზე მოეწყო ტროტუარები და მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.

 

სამშენებლო სამუშაოები განახორციელა შ.პ.ს. ,,ხიდმა”. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 მლნ. 656 ათასი ლარი (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება).
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player