Search

17 დეკემბერი, 2009


 

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ - "მუზაში" (მის. კუსტბის ასახვევი #1), საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით ეწყობა პროექტის პრეზენტაცია "საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა".


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17-22 დეკემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგამოფენო დარბაზ "მუზაში" აწყობს საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოების გამოფენას.


ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, ასევე მიმიდინარე წელს გადაღებული ფოტოები.


პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფოტოგადაღებებს აწარმოებდა საქართველოს ყველა რეგიონში. მის ფოტოობიექტივში მოექცა   გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესები, ასევე, განახლებული მოქმედი ავტომაგისტრალები. ფოტოგადაღებები განხორციელდა ვერტმფრენიდანაც და საავტომობილო გზების ზედხედები და საერთო პეიზაჟები მოიცვა.  


ისტორიული, არქივებში დაცული ფოტომასალის სახით, თანამედროვეობას, ძირითადად საქართველოს სამხედრო  გზის კადრები შემორჩა. რადგან სწორედ ამ გზის გავლით მოგზაურობდნენ საქართველოში ხელოვანი ადამიანები რუსეთიდან და ევროპის  ქვეყნებიდან.


ჩვენს ქვეყანას გზებისა და ხიდების მშენებლობის დიდი ისტორია გააჩნია, პატივისცემა მეგზევეების ღირესული თაობებისა და მათი ღვაწლის წინაშე ძალზე მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი პირობაა ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებისთვის. ფოტოგამოფენის მიზანია ამ დარგის პოპულარიზაცია და პრესტიჟის გაზრდა.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player