Search

10 დეკემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, სასტუმრო “Redisson”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ,,მეგზევის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიება.

 


აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწველნი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი. ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.

 


ღონისძიებაზე, საზოგადოებისათვის წარმოდგენილი იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2009 წელს გაწეული საგზაო-სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი წარმოადგენს.

 


ასევე, გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი.  საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საგზაო სექტორში მომუშავე კომპანიების ათ თანამშრომელს, დეპარტამენტის თავმჯდომარე მაღალი პროფესიონალიზმისა და მიმდინარე წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის ოთხ ნომინაციაში დააჯილდოვებს. მათ გადაეცამათ სიგელები, ბრინჯაოს სიმბოლური ქანდაკება, რომელიც სპეციალურად ,,მეგზევის დღის” ღონისძიებისათვის დამზადდა და ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები.

 


ღონსძიებაზე მოხდება დეპარტამენტის 2010-2011 წლის კალენდრის და წლის ანგარიშის პრეზენტაცია, რომლის მიზანია საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს საგზაო ინფრასტრუქტურაში მიმდინარე წელს გაწეული სამუშაოების შესახებ.

 


უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელი ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული წელი იყო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული 7000 კმ საავტომობილო გზიდან, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 1000 კმ-მდე, სწორედ მიმდინარე წელს განხორციელდა. ასევე, განახლდა 108 სახიდე გადასასვლელი, აქედან აშენდა 10 სრულიად ახალი ხიდი.

 


ნომინანტთა შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

 

• დამსახურებული მეგზევე
• 2009 წლის საუკეთესო მეგზევე
• 2009 წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანია
• 2009 წლის საუკეთესო საგზაო პროექტის ავტორი


 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player