Search

24 მაისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (წნორი-ჯუგაანი) მონაკვეთის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევს მონიტორინგს.
 
ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე დასრულებულია საფუძვლის მოწყობა და ამჟამად მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
 
აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის მარტში და დასრულდება ივლისის თვეში. გზის სამუშაოები ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციას და ასევე, ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მექანიზატორი 2005”. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 მლნ. 800 ათასი ლარი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player