Search

9 დეკემბერი, 2009


8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 2009 წელს საქართველოში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მიმდინარე წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, დეპარტამენტისა და საგზაო სექტორში მომუშავე კომპანიების თანამშრომლები ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები, რომელზეც წარდგენილი იყო 16 კანდიდატი, თავად მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.

 

 

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა გზების მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გზების დაგება და ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, პრეზიდენტმა დიდი მადლობა გადაუხადა მეგზევეებს. ,,საქართველო ვითარდება და იქნება ისეთი, როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ. ყველა თქვენგანს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ იმაზე ბევრად ჩქარა გააკეთეთ ბევრი რამ, ვიდრე წარმოგვედგინა. რაც უფრო ჩქარა და ხარისხიანად გავაკეთებთ, მით უკეთესია. მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ჩვენი დანაპირების ღირსებას იცავთ” - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ დღითი-დღე უფრო აქტუალური ხდება ქვეყნის საგზაო ქსელის გაუმჯობესებისა და მოდერნიზების საკითხი. 2009 წელი ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული წელი იყო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული 7000 კმ საავტომობილო გზიდან, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 1000 კმ-მდე, სწორედ მიმდინარე წელს განხორციელდა. ასევე, აშენდა და განახლდა 108 სახიდე გადასასველელი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player