Search

6 დეკემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მე-17 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელს გახსნა.

 

აღნიშნულ ხიდზე მოხდა ბურჯების გამაგრება, ნაპირსამაგრი და სარეგულაციო ნაგებობების მოწყობა, ხიდის სავალ ნაწილზე მოეწყო ტროტუარები, გაკეთდა და შეიღება ახალი მოაჯირები, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მისასვლელებთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები, საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ხიდის საერთო სიგრძე 125 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე 6 მეტრი.

 

სარებილიტაციო სამუშაეოები მიმდინარე წლის თებერვალს დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეადგინა 1 მლნ 212 ათასი ლარი. აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „ხიდმშენი 99“-მა.

 

იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მე-17 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player