Search

29 მაისი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ტენდერი,  E-60 ავტომაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად.
 
სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში გზების მშენებლობის ისტორიაში. იგი საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. ჯერ ამ მასშტაბის პროექტი ამიერკავკასიის არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.
 
აღნიშნულ მონაკვეთზე, მოეწყობა გზის ცემენტ-ბეტონის საფარი.

 

პროექტით გათვალისწინებულია ორი, პარალელური ესტაკადის მშენებლობა :
ესტაკადის პარამეტრები:
• სიგრძე - 877 მეტრი
• მალების რაოდენობა - 20
• სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5 მეტრი
 
ასევე, ამ მონაკვეთზე აშენდება ორი, პარალელური (თითო ორ ზოლიანი) გვირაბი.
გვირაბის პარამეტრები :

• სიგრძე - 800 მეტრი
• სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5 მეტრი
 
გვირაბი აშენდება ახალავსტრიული ტექნოლოგიით, რაც ითვალისწინებს გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაში.

სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით.
აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player