Search

29 ნოემბერი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ტყეშელაშვილისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით, 29 ნოემბერს 13:00 საათზე, ,,დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო” - პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე გაიმართება განაშენიანების აქცია.

 

გამწვანების აქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლისთვის 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის (წიწვივანი და ფოთლოვანი) ნერგი დაირგვება. განაშენიანების პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქისა და მისი შემოგარენის, ასევე საქართველოს მაშტაბით ტერიტორიების გამწვანებას ითვალისწინებს.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player