Search

27 ნოემბერი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე და წმ. ნინოს მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის პირველ კილომეტრში მეწყერის შედეგად დაზიანებული მიწის ვაკისის რეაბილიტირებულ მონაკვეთს დაათვალიერებს, რომელიც განხორციელდა ახალი ტექნოლოგიით, ტერამიშ სისტემით კედლების ამოყვანა (გაბიონის სახეობა).

 


სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა ქვიშახრეშოვანი გრუნტით მიწის ვაკისის ტერამიშ სისტემით კედლის ამოყვანას (გაბიონი), ღრმა ჰორიზონტალური დრენაჟისა და ზედაპირული წყლებისათვის ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოებს. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარის ასფლტით მოწყობის სამუშაოებს.

 

 

ტერამიშ სისტემა

ტერამიშ სისტემას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ფართო გამოყენება აქვს. ეს სისტემა გამოიყენება გრუნტის გასამაგრებლად, (გასამყარებლად) და ასევე, გამოიყენება მიწის სტაბილიზაციისათვის. ტერამიშ სისტემას გამოიყენებენ ქანობრივი სისტმების არსებობის შემთხვევაშიც. იგი ძირითადად აგებულია ლითონის ბადეეებით, რომელიც განლადებულია ჰორიზონტალურად.

 

ტერამიშ სისტემის დადებითი მხარეეები.
• იგი არის მოქნილი, რის გამოც დასაშვებია მასზე სხადასხვა სახის ჯდენების გამოყენება, ისე რომ არ დაირღვეს კონსტრუქციის მთლიანობა
• ადვილია მისი მოწყობა (კონსტრუქციის სიმარტვის გამო)
• გააჩნია მნიშვნელოვანი ხმის მახასიათებლები (18-28 დეციბელი)
• კონსტრუქცია  უსაფრთხოა იმ შემთხვევაში თუ მასთან ახლოს მოხდება ხანძარი.

სამუშაეობს ახორციელებდა ქართული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,საგზაო ტექნიკა“, სამუშაოების ღირებულებამ შეადგენს 1 მლნ. 300 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player