Search

25 ნოემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.


 
აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას (ორი ფენა). ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები), სანიაღვრე სისტემების აღდგენას და საგზაო ნიშნების მოწყობას. ასფალტ-ბეტონის საფარის სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს გზის მონიშვნის, კიუვეტებისა და ბეტონის პარაპეტების მოეწყობის სამუშაოები.

 

 ჩოხატაური-ზომლეთის 1,5 კმ-იან მონაკვეთს წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა. მიმდინარე წლის ივნისის თვეში კი, აღნიშნული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთი ჩოხატაურის რაიონის სოფლების (გოგოლესუბანი, შუაგანახლება, განახლება, სამება, ვანი, ზომლეთი) მოსახლეობას საავტომობილო მიმოსვლას გაუადვილებს.

 

სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია შ.პ.ს. ,,არქმშენი 2006“. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 590 ათასი ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player