Search

8 ივნისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-მეტეხი-ახალქალაქის საავტომობილო გზის (კასპსა და მეტეხს შორის) 11,6 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევს მონიტორინგს. სამუშაოები სრულდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილის თვეში და დასრულდება წლის ბოლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით და მასზე, ახალი ასფალტო-ბეტონით საფარის დაგებას. ასევე, ბარდიურების, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.

სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 მლნ 515 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,კავკასავტომაგისტრალი”.

აღსანიშნავია, რომ 2009-2010 წლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის 550 კმ გზას, სადაც გამოყენებული იქნება საგზაო მშენებლობის მსოფლიოში აპრობირებული სხვადასხვა ტექნოლოგიები.

პროექტის მიზანია, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში გამავალი გზების რეაბილიტაცია, რაც გზებზე ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულად გადაადგილებას უზრუნველყოფს და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player