Search

23 ნოემბერი, 2009


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იან მონაკვეთს გახსნიან.


აღნიშნულ მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით 25 კმ. გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით, ხოლო მარჯვენა მიმართულებით იგოეთის ესტაკადისა და მდ. ლეხურაზე ხიდის მშენებლობა დასრულდა. შეიკრა ნატახტარიდან ქ. გორის შესასვლელამდე 80 კმ საავტომობილო გზა. გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება, რაც მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


ხიდი სოფელ იგოეთში:
• მალების რაოდეობა - 7
• ხიდის საერთო სიგრძე  - 195
• ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5


ხიდი მდ. ლეხურაზე:

• მალების რაოდეობა - 4
• ხიდის საერთო სიგრძე - 115
• ხიდის სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5


E-60 ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის მშენებლობა  განხორციელდა ახალი ტექნოლოგიით - ცემენტ-ბეტონის საფარის გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ სახელმწიფოებში და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, არის ეკოლოგიურად სუფთა. ექსპლუატაციის პერიოდში რეაბილიტაციას არ საჭიროებს 30-35 წლის განმავლობაში. ეკონომიურია, რადგან აღნიშნული ტიპის საფარზე მოძრაობისას ავტომობილი დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს (მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით). E-60 ავტომაგისტრალის ოთხზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზაცია ზრდის ქვეყნის სატრანზიტო ქსელის კონკურენტუნარიანობას სხვა, ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტებთან მიმართებაში.


ჩქაროსნული გზატკეცილის პარამეტრები:
• სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი
• მაქსიმალური გრძივი ქანობი - 4 %
• ცალმხრივი სავალი ნაწილის სიგანე - 11,5 მ.
• გამყოფი ზოლის სიგანე - 5.0 მ.
• მოძრაობის ზოლების სიგანე - 3,75 მ.
• საანგარიშო სიჩქარე - 120 კმ/სთ


უნდა აღინიშნოს, რომ გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში გზების მშენებლობის ისტორიაში. იგი საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტია ამიერკავკასიაში.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player