Search

22 ნოემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ქ. გორში, რკინიგზაზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის გახსნას დაესწრება.

 

აღნიშნულ რვა მალიან ხიდზე (საერთო სიგძე 130 მეტრი, სავალი ნაწილის სიგანე 10 მეტრი), სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა დაზიანებული მალის ნაშენის კოჭის დემონტაჟს და ახლის მოწყობას, ბურჯების რეაბილიტაციას და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, ხიდის მოაჯირის რეაბილიტაციას, ტროტუარის მოწყობას (თითოეულის სიგანე 1,5 მეტრი) და სავალი გზის მონიშვნის სამუშაოებს.

 

ქ. გორში, რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მარტის თვეში. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ქართულმა კომპანიამ შ.პ.ს. ,,ვანტმა”, ღირებულებამ შეადგინა 2 მლნ. 660 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

 

აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player