Search

19 ნოემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 11 კმ-იან მონაკვეთს გახსნის.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა გზის ორმაგ ზედაპირულ დამუშავებას და შემასწორებელი ფენის დაგებას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები) და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს.

 

სამუშაოების ღირებულებამ მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით შეადგინა 1 მლნ. 571 ათასი ლარი, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „სერპანტინმა”.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში გამავალი საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას. ასევე, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player