Search

31 მაისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები - რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ასად ალამი, ინფრასტრუქტურის სექტორის დირექტორი პიტერ ტომსონი, ბანკის სხვა სპეციალისტები ამ დარგში, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, და აგრეთვე, მსოფლიო ბანკის ადგილობრივი ოფისის ექსპერტები საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე (55-80 კმ-ები) არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობას დაათვალიერებენ.
 
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობისას, ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება,  57-ე კმ-ზე (გრაკლიანი გორა) აღმოჩენილ იქნა სრულიად უნიკალური ხასიათის არქიტექტურული და არქეოლოგიური ნაშთები.
 
აღნიშნული ძეგლის საველე-გადარჩენითი სამუშაოების ჩასატარებლად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუამდგომლობითა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაწერით, ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player