Search

16 ივნისი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისის შემოვლითი გზის, ზაჰესის 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაუწევენ მონიტორინგს.

 

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სატრანზიტო მოძრაობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის სიჩქარეები და მათი გადაადგილების უსაფრთხოება. თბილისის შემოვლით გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის მარტში და დასრულდება აგვისტოს თვეში. გზის სამუშაოები ითვალისწინებს ახალი ასფალტო-ბეტონის გზის დაგებას ასევე  ბარდიურების, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას.

 

სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ცეკური”. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 4 მლნ. 877 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player