Search

8 ნოემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გეგმავს სამეგრლოს რეგიონში ადგილობრივი მნიშვნელობის კახათი-კოკი-ორსანტიას საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე, სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა არსებული საფარის ცემენტით სტაბილიზაციას და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები) და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. ასევე, ტროტუარების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

 

სამუშაოების ღირებულებამ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეადგინა 1 მლნ. 445 ათას ლარი, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „ზუგდიდის საგზაო სამმართველომ”.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 6 კმ-იან მონაკვეთთან არსებულ სოფლებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ცხოვრობენ, გზის რეაბილიტირების შემდეგ კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კომფორტული გახდება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player