Search

23 ივნისი, 2009


23 ივნისს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთს გახსნიან.
აღნიშნულ მონაკვეთზე მარჯვენა მიმართულების გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით დასრულდა. პარალელურად, განხორციელდება გზის მოდერნიზაციის სამუშაოები მარცხენა მიმართულებაზე.


გზის გახსნის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება, რაც საკურორტო სეზონზე, მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


E-60 ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის მშენებლობა  გახორციელდა ახალი ტექნოლოგიით - ცემენტ-ბეტონის საფარის გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ სახელმწიფოებში და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, არის ეკოლოგიურად სუფთა. ექსპლუატაციის პერიოდში რეაბილიტაციას არ საჭიროებს 20-30 წლის განმავლობაში. ეკონომიურია, რადგან აღნიშნული ტიპის საფარზე მოძრაობისას ავტომობილი დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს (მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით).

ჩქაროსნული გზატკეცილის პარამეტრები:


•    სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი
•    მაქსიმალური გრძივი ქანობი - 4 %
•    ცალმხრივი სავალი ნაწილის სიგანე - 11,5 მ.
•    გამყოფი ზოლის სიგანე - 5.0 მ.
•    მოძრაობის ზოლების სიგანე - 3,75 მ.
•    საანგარიშო სიჩქარე - 120 კმ/სთ

იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე გზის მოდერნიზაციის სამუშაოები განახორციელა კომპანია ,,Ashtrom internashional ltd" - მ .


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player