Search

19 ივნისი, 2009


ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს ცემენტ-ბეტონის დამგები დანადგარის გადაყვანა ერთი კილომეტრის მანძილზე - თბილისი-სენაკი-ლესელიძის სააავტომობილო გზის 78-ე კმ-დან 79-ე კმ-მდე (სოფ. სვენეთთან).


ვინაიდან, აღნიშნული მექანიზმი არის არაგაბარიტული (დანადგარის სიგანე მოიცავს თითქმის მთელი გზის სიგანეს) მისი გადაადგილების დროს, ჩქაროსნულ გზატკეცილზე მხოლოდ 2 საათით შეფერხდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ამ გარემოების გათვალისწინებით, დანადგარის გადაყვანა განხორციელდება ღამის საათებში, ავტოტრანსპორტის დაბალი ინტენსივობის პერიოდში, 20 ივნისს, ღამის 01:00 საათიდან 03:00 საათამდე.


მექანიზმის გადაადგილება განხორციელდება საპატრულო სამსახურის სპეციალური ეკიპაჟის თანხლებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player