Search

29 ოქტომბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ცენტრალური მაგისტრალიდან ქარელის რაიონთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4,3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევს მონიტორინგს. სამუშაოები სრულდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის შემასწორებელი და ზედა საფარის ფენის დაგებას. ასევე, სანიაღვრე სისტემის, გვერდულებისა და კიუვეტების შეკეთების სამუშაოებს, საგზაო ნიშნების მოწყობისა  და გზის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე დაგებულია 2 კმ. საავტომობილო გზა და მიმდინარეობს მდ. მტკვარზე 60 მეტრიანი სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, ტროტუარების შეკეთებისა და თვალამრიდი ძელების დემონტაჟის სამუშაოები. ასევე, საავტომობილო გზაზე გვერდულებისა და კიუვეტების შეკეთების სამუშაოები.

 

სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 მლნ 219 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,ვერელი+”.

 

აღნიშნული გზის რაბილიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრალური გზიდან ქარელის მიმართულებით ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებას. ასევე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player