Search

25 ოქტომბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი იმერეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის, გელათის სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ 5 კმ-იან მონაკვეთს გახსნის.


აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა გზის საფუძვლის მოწყობას და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონით საფარის დაგებას.  ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები)  და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შ.პ.ს. ,,საინჯინრო სამშენებლო ჯგუფი”. სამუშაოების ღირებულება, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეადგენს 1 მლნ. 988 ათას ლარს.


ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის 5 კმ-იანი საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტურისტული მარშუტების ქსელში ინტეგრაციას. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player