Search

23 ივნისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმში დაესწრებიან წინასაგამოფენო სამუშაოებს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 25 ივნისს - თემაზე ,,საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა''. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია საავტომობილო გზების დეპარტამენტი.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 25-30 ივნისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგამოფენო დარბაზ ,,ქარვასლაში" აწყობს საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოების გამოფენას.

 

 

ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფების – დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინაშვილის მიერ XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, ხოლო ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ მიმიდინარე წელს გადაღებული ფოტოები.


პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფოტოგადაღებებს აწარმოებდა საქართველოს ყველა რეგიონში. მის ფოტოობიექტივში მოექცა   გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესები, ასევე, განახლებული მოქმედი ავტომაგისტრალები. ფოტოგადაღებები განხორციელდა ვერტმფრენიდანაც და საავტომობილო გზების ზედხედები და საერთო პეიზაჟები მოიცვა.


გამოფენაზე, ასევე, მოეწყობა XX ს-ის სხვა პერიოდების ამსახველი საარქივო ფოტომასალის ელექტრონული ვერსიების ჩვენება.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player