Search

18 ოქტომბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და გურიის რეგიონის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ადგილობრივი მნიშვნელობის ბერძნისწყარო-კოხნარი-სერი-ზემოხეთის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები)  და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. ასფალტ-ბეტონის საფარის დასრულების შემდეგ იგეგმება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის მონიშვნის სამუშაოები.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია შ.პ.ს. ,,საინჟინრო სამშენებლო ჯგუფი“. სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეადგენს 1 მლნ. 756 ათას ლარს. ეს გზა მეტად მნიშვნელოვანია ვინაიდან აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 2500 ადამიანს  გაუადვილებს მიმოსვლას, რაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუბჯობესებას შეუწყობს ხელს.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player