Search

14 ოქტომბერი, 2009


 ხვალ, 15 ოქტომბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, მდ. სუფსაზე ხიდის გახსნას დაესწრება.


სტიქიისაგან დაზიანებულ ხიდზე მოეწყო ახალი ბურჯები, ტროტუარები, მოაჯირები,  ახალი მალის ნაშენი (თითოეული მალის სიგრძე 18.5 მ.), ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები. ხიდის საერთო სიგრძე 100 მეტრია.

 აღნიშნული ხიდი, 2007 წლის შემოდგომაზე, წყალდიდობის შედეგად ჩაინგრა. მისი პარალიზების გამო, ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან (ზომლეთი, ჭანჭათი, სამება, განახლება, შუაგანახლება)  საავტომობილო მიმოსვლა, მეორე წელია, შემოვლითი გზით ხორციელდებოდა. ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივ მოსახალეობას ამ 25 კმ-იანი მონაკვეთის იძულებითი გავლა აღარ მოუწევს და ზემოთაღნიშნულ სოფლებს უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან.


სამუშაოებს ასრულებდა ქართული კომპანია შ.პ.ს. ,,ზიმო“. ხიდის აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 797 ათას ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player