Search

9 ოქტომბერი, 2009


 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. ასევე, აღნიშნული მონაკვეთის გაუმჯობესებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ადგილზე მოაწერეს ხელი.


ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. სამუშაოებს განახორციელებს არაბული კომპანია ,,ალჰამ რატი’’. აღნიშნული გზის გაუმჯობესებაზე, ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.


აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 2011 წელს დასრულდება და პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 22 მლნ. 856 ათას ლარს შეადგენს.


პროექტს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ გზის მოდერნიზების შედეგად საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო. აღნიშნულ გზაზე გადართული იქნება კახეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაკადი. გზის პროექტირებისას, ალტერნატიული მიმართულებებიდან, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გამავალი მარშრუტი სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივის გათვალისწინებით შეირჩა. აღნიშნული გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player