Search

12 ივნისი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ადგილზე დაათვალიერებენ სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ზე, მდ. კუბისწყალზე ახალი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოებს.

აღნიშნული ხიდის ავარიულობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღემდე ხორციელდება დროებითი ხიდის კონსტრუქციის გავლით, რაც დისკომფორტს უქმნის ქ. ბათუმის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის ინტენსიურ ნაკადებს.

წელს, პროექტით გათვალისწინებულია ძველი ხიდის დაშლა-დემონტაჟი და მის ადგილას ახალი ხიდის აგება. ასევე, ახალი ხიდის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ, დროებითი ხიდის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი, პარალელური ხიდის მშენებლობა.

ამჟამად, ძველი ხიდის დემონტაჟის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ახალი ხიდის ელემენტების, კერძოდ, ბურჯების ხიმინჯების მშენებლობა. ხიდის სიგრძეა 27 მეტრი.

აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ხიდი”, სამუშაოების ღირებულება შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 1 მლნ. 254 ათას ლარს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player