Search

7 ოქტომბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით, კინო-თეატრ ,,რუსთაველში’’ იგეგმება საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც, დუშეთის რაიონის სოფელ პირმისაანთკარის მზრუნველობა ოკლებული 50 ბავშვი დაესწრება გახმაურებულ ქართულ ფილმს ,,ყველაფერი კარგად იქნება”, ხოლო 10 მცირეწლოვანი ბავშვი ბავშვთა გასართობ ცენტრ ,,მაგადასკარში” ორი საათის მანძილზე გაერთობიან. კინო-სეანსის დაწყებამდე იგეგმება ბავშვების შეხვედრა ფილმის ,,ყველაფერი კარგად იქნება” გმირებთან.
 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გეგმავს დუშეთის რაიონში გამგზავრებას, რათა უზრუნველყოს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ჩამოყვანა ქ. თბილისში. აღსანიშნავია, რომ გზას რომელიც პირმისაანთ კარის ბავშვთა სახლამდე მიდიოდა წლების მანძილზე ყურადღება არ ექცეოდა. რამდენიმე თვის წინ კი, აღნიშნული 5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოხდა, რაც სოფლის მოსახლეობას, ისევე როგორც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს გაუადვილებს მიმოსვლას, რაინულ ცენტრთან და ქალაქთან.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player