Search

3 ოქტომბერი, 2009


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დუშეთის რაიონში, დუშეთი-მჭადიჯვარის საავტომობილო გზის 14 კმ-იან ცემენტ-ბეტონის მონაკვეთს გახსნიან.


აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებდა გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, გაკეთდა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ წყალგამტარ არხებს. საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


სამშენებლო სამუშაოები ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობით შეასრულა შ.პ.ს. ,,ნიუ ენერჯი”-მ. აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე ასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. დუშეთი-მჭადიჯვარის საავტომობილო გზის 14 კმ-იან მონაკვეთის რეაბილიტაცია 2009 წლის ივნისში დაიწყო.


2009-2010 წლებში მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ 130 კმ. საავტომობილო გზებზე მოეწყობა ექსპერიმენტული ცემენტ-ბეტონის საფარი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player