Search

10 ივნისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ვლადიმერ ვარძელაშვილი ქ. გორში, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.

აღნიშნულ რვა მალიან ხიდზე (საერთო სიგძით 130 მეტრი), სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული მალის ნაშენის კოჭის დემონტაჟს და ახლის მოწყობას, ასევე ბურჯების რეაბილიტაციას. ამჟამად მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟი.

ქ. გორში, რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მარტის თვეში და დასრულდება წლის ბოლოს. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ვანტი”, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 მლნ. 832 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player