Search

5 ივნისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის ხაშური-ქვიშხეთის 10 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილის თვეში. გზის სამუშაოები ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას, საფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით და მასზე ახალი ასფალტო-ბეტონით საფარის დაგებას. ამჟამად, მიმდინარეობს საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის სიჩქარეები და მათი გადაადგილების უსაფრთხოება, რაც ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,გზამშენი-5”. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 5 მილიონ 453 ათას ლარს (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით).
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player